არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა

09 ოქტომბერი 2021, 19:29 975 ნახვა

"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

მისივე განცხადებით, გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

მან ასევე თავდადებული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

რამდენიმე დღის წინ არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი