შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ამოიყვანეს, სამძებრო სამუშაოები დროებით შეჩერდება.
მინისტრის თქმით, კორპუსის მეორე ნაწილის ჩამოშლის საფრთხე არსებობს.
"პირველ რიგში, მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე სიტუაციაა, 9 ადამიანია გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ ადგილზე საფრთხე ისევ არის, ვინაიდან, შესაძლოა, კიდევ მოხდეს რაღაცის ჩამოშლა. რაღაც დროის განმავლობაში, ვაჩერებთ სამუშაოებს, რათა მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, რათა სამუშაოებმა ნგრევა არ გამოიწვიოს და კორპუსის მეორე ნაწილი არ ჩამოწვეს. სავარაუდოდ, ქუჩა გადაიკეტება, რათა ხალხმა არ იმოძრაოს. უკანა ეზოში მოეწყობა ბარიერები, რათა ხალხი ამ ზონაში არ შევიდეს, რამაც, შეიძლება, საფრთხე გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.