ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა

09 ოქტომბერი 2021, 10:42 1032 ნახვა

ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

ექიმის განცხადებით, პაციენტი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში.

"პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და მისგან გამოწვეული პრობლემები. აქვს მარცხენა კიდურის მოტეხილობა, დაჟეჟილობები და გულ-მკერდის დახურული ტრავმა.

ჩატარებული აქვს მთელი რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გამოტანილი აქვს დიაგნოზები, ესენია: ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, შოკი, დაუზუსტებელი სუნთქვის უკმარისობა.

გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი"- აცხადებენ კლინიკაში.

ზვიად თავდგირიძე ნანგრევებში 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი