ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

08 ოქტომბერი 2021, 13:21 2575 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის. 

დაშავებულის მამის ინფორმაციით, სახლის პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

''ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო'' - აცხადებს გიზო ქავთარაძე.

ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების განმარტებით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება. 

''ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა"- აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე.

ცოტა ხნის წინ კი კლინიკაში შეიყვანეს კიდევ ერთი ჩვილი. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღე ჩამოინგრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი