საჩივრების განხილვა დასრულდა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წევრებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ‘“გახარია საქართველოსთვის“ საჩივრები განიხილეს, საქმე ეხებოდა 15-ზე მეტ უბანს. არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგნლები უბნების გადათვლასა და კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.