ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

05 ოქტომბერი 2021, 15:37 817 ნახვა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

ნიკა მელიამ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მელიამ 3 აგვისტოს წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი