ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა ამოქმედდება - თამარ გაბუნია

05 ოქტომბერი 2021, 12:38 846 ნახვა

თამარ გაბუნიას თქმით, კვირის ბოლოსთვის გააქტიურდება ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა.

„პროგრამა ითვალისწინებს ვაქცინაციაში 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მოზიდვისთვის ჩაღრმავებულ კონსულტაციას და მათ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პირის აცრა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ჩაითვალა, რომ ოჯახების ექიმების ფინანსური წახალისება იქნება კიდევ უფრო მეტი აქტიური მექანიზმი, რომ მათი მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს.

"მთავრობაზე უკვე შემოტანილია ეს ინიციატივა. უახლოეს დღეებში მოხდება მისი დამტკიცება და შემდეგ გვექნება იმის საშუალება ვნახოთ ეს ინტერვენცია რა შედეგს მოგვცემს. მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისთან იმისთვის, რომ მათგანაც მივიღოთ რეკომენდაციები თუ დამატებით რა სახის ინტერვენციები შეიძლება გამოვიყენოთ"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი