ქედის საკრებულოში უმრავლესობა 14 წევრით „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი. ხოლო ოპოზიციას ექვსი მანდატი ექნება. მოპოვებული 51,5 %-ით საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი რვა წევრი შევა და ასევე პარტიას ეყოლება 6 მაჟორიტარი დეპუტატი. დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება სხვა პარტიებს. ოთხი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიიდან. თითო მანდატი ექნება პარტია “საქართველოსთვის“ და „ლელოს “.
ქედის ახალი მოწვევის საკრებულოში აღარ იქნებიან „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. საკრებულო 21 წევრით დაკომპლექტდება.