ქობულეთის საკრებულოში, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით 3 პარტია იქნება წარმოდგენილი."ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა"და "გახარია - საქართველოსთვის“. საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით: "ქართულმა ოცნებამ" - 48,26%, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 38,7%, "გახარია - საქართველოსთვის"კი - 7,43% მიიღო. შესაბამისად, "ქართული ოცნება" ქობულეთის საკრებულოში 11 წევრს მაჟორიტარული სისტემით, 13 კი პროპორციულით შეიყვანს, ანუ ჯამში ეყოლება 24 წევრი და თავმჯდომარის ასარჩევად ოპოზიციის ხმები არ დასჭირდებათ. პირველადი მონაცემებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2 მაჟორიტარი და პროპორციული სისტემით, სავარუდოდ 10 წევრი ეყოლება. პარტია "გახარია - საქართველოსთვის" კი 2 წევრით იქნება წარმოდგენილი. ამ დროისთვის, უცნობია რომელ პარტიას დაემატება 1 ხმა, ის ოქმების საბოლოო შედეგების დაზუსტების შემდეგ გადაწყდება. მერობის კანდიდატებს შორის კი „ქართული ოცნების“ წევრმა უმრავლესობამ 2 ოქტომბერს მოიპოვა. ლევან ზოიძეს ხმების, ლევან ზოიძე - 52,20% ერგო.