გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში მხარს არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუჭერს

04 ოქტომბერი 2021, 18:43 1699 ნახვა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც "ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს.

"ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვეტყვით, ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი. მიზეზი არის ძალიან მარტივი - თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.

"არჩევნების დღეს სისტემატური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას. არჩევნების დღეს სისტემატური ხასიათი ჰქონდა კარუსელებს, ამიტომაც ჩვენ არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც არასამართლიანს. საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება თავისუფალ გარემოში. ეს არის ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში