მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სწავლებაში პირველად იქნება წარმოდგენილი ქართული ჯავშანტექნიკა.საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.