სოფელ დანისპარაულში ხანძარია

04 ოქტომბერი 2021, 16:21 4911 ნახვა

სოფელ დანისპარაულში ხანძარია.

ცეცხლი, რამდენიმე წუთის წინ, იმედა პაპიძის ხის სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 4 წევრიდან არავინ იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

 

 

ფოტო: არქივი

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში