ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.65 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 740 უბანზე (99.92%).
აღნიშნული მონაცემებით, პარტიას „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ აქვს 7.79%, რაც 1 37181 ხმას შეადგენს, „ლელოს“ – 2.71 %, რაც 47 791 ხმაა. დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა შესაბამისი ოქმი განთავსებულია ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.