ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება

03 ოქტომბერი 2021, 14:45 825 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური 64-დან  დაახლოებით 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ცესკოს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით იკვეთება, რომ თბილისში შესაძლოა გაიმართოს მეორე ტური, სადაც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიდატი ნიკა მელია და ''ქართული ოცნების'' კანდიდატი კახი კალაძე. ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია უბნების 96%.

''ქართული ოცნების'' კანდიდატმა კახი კალაძემ 206 848 ხმა მიიღო, რაც 44,95%-ია. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატს ნიკა მელიას კი 156 156 ხმა აქვს, რაც 33,94% შეადგენს.

ამ დროის მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება რუსთავშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 44.64% პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 43.77% პროცენტი.

სავარაუდოდ მეორე ტური იქნება ქუთაისშიც. 124 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 100 უბანი. საიდანაც წინასწარი შედეგები ასეთია: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს ხმათა 43.03% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 41.56%. 

რაც შეეხება ფოთს, ამ ეტაპზე არსებული წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ ფოთშიც ჩაინიშნება მეორე ტური.  „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 46.06 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი უგულავას – 38.38 პროცენტი.

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას ხმათა 46.08 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 41.28 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური.

წინასწარი მონაცემებით მეორე ტური იქნება ბათუმშიც, მეორე ტურში ერთმანეთს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' გიორგი კირთაძე და ''ქართული ოცნებიდან'' არჩილ ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან.  

გიორგი კირთაძემ  22 953 ხმა მიიღო, რაც - 42.04% შეადგენს.

არჩილ ჩიქოვანმა კი 22 560 ხმა მიიღო, რაც 41.32%-ია. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_45/dashboard

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში