ჩვენს პარტიასა და მხარდამჭერებს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას, კახა კალაძეს ვულოცავ თბილისის მერობას - თორნიკე რიჟვაძე 

02 ოქტომბერი 2021, 21:20 430 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და კახა კალაძეს მეორე ვადით თბილისის მერობა მიულოცა. 

"ეს არჩევნები გარდამტეხი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. კახა კალაძეს კი მეორე ვადით თბილისის მერობას ვულოცავ,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება იზეიმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში