მზად ვარ ვემსახურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს - კახა კალაძე

02 ოქტომბერი 2021, 20:19 304 ნახვა

მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ამ ქალაქს, მის განვითარებას და აღმშენებლობას-ამის შესახებ კახა კალაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ეგზიტპოლის შედეგები გაიგო.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა.

"მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის.

როგორც ყოველთვის ვამბობდი, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, მის განვითარებას და აღმშენებლობას.

2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები მანამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ყოველდღიური ჩართულობა და მუშაობა თქვენი, ახალგაზრდების და განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისა და ქალაქისთვის.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გეტყვით, უნდა დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით, ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში