თვითმმართველობის არჩევნები 2021

02 ოქტომბერი 2021, 20:00 1066 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 დასრულდა. ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა და მალე ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება.

დღევანდელ არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, 3 497 345 რეგისტრირებულ მოქალაქეს შეეძლო.  64 მუნიციპალიტეტში ჯამში მერობის 239 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში – მერობისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა, აქედან მხოლოდ დედაქალაქში – 16, დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – 24, თვითმმართველ თემებში კი, 199 მერობის კანდიდატი. რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს – 64 საკრებულოში მოსახვედრად, სხვადასხვა პარტიისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული 2 771 მაჟორიტარობის კანდიდატი იყო რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილებდა. ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად შედეგებს გამოაცხადებს.

პარტიების ოფისებში ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილი და ელოდებიან სხვადასხვა მედიასაშუალების დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი