პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

30 ნოემბერი 2016, 00:00 3659 ნახვა

პრემიერ-მინისტრი   ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და  დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის გადამწყვეტი რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი