დღევანდელ კენჭისყრას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია ზუგდიდში. სამეგრელოში, რიგ უბნებზე ხმაური იყო, პოლიციას დასახმარებლად მიმართეს როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კანონდარღვევებზე საუბრობდნენ. როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ განმარტა, კენჭისყრის პროცესში დამკვირვებლების უხეში ჩარევას ჰქონდა ადგილი. რასაც უარყოფენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და განმარტავენ რომ, მათი დამკვირვებლები იღებდნენ ფოტოებს და გადაამოწმეს საეჭვო ამომრჩევლის ვინაობა, რისი უფლებაც მათ აქვთ.
საიას რეგიონული წარმომადგენლის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და მიზანმიმართულად უშლის ხელს დამკვირვებლებს. ადგილზე მოვიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ უბანზე თითქოს და ორგანიზაციის წარმომადგენლების სახელით დარეგისტრირებული დამკვირვებლები ქართული ოცნების მხარდამჭერები და მერიის აიპის თანამშრომლები არიან. ხმაური იყო მე-19 საარჩევნო უბანთანაც.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მტკიცებით ავტომობილიდან რომელიც უბანთან იყო გაჩერევული, საწვავის ტალონები რიგდებოდა. ადგილზე მისულებს კი ავტომობილში ჩაკეტილი 2 ქალი დაგხვდა. ისინი აცხადებდნე, რომ ენმს წევრები მათ თავს დაესხნენ და შეუარაცყოფა მიაყენეს. მას შემდეგ რაც მედია ადგილზე გამოჩნდა, კარი ჩაკეტეს და ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულეს. კამათი კი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ერთ ერთ ქალბატონების თანმხლებ პირს შორის დაიწყო. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.