17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41,35% შეადგინა

02 ოქტომბერი 2021, 18:18 1211 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 მდგომარეობით საარჩევნო უბანზე გამოცხადდა მილიონ 446 218 ამომრჩეველი, რაც  საერთო რაოდენობის 41,35%-ია. 

''წელს პირველად 3200 უბანზე, სადაც რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ხორციელდება.  კამერის ტექნიკური გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ შეჩერდება. ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში. 

ხმის დათვლის პროცესი დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს და  ჩვენ მიღებისთანავე ავტვირთავთ სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება“, - განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი