ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად - ნიკა მელია

02 ოქტომბერი 2021, 17:37 373 ნახვა

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად"-ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, ისინი განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებენ თბილისში როგორც რეფერენდუმის, ასევე მერის არჩევნების ნაწილში.

"მთავარია დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და ,,ქართულ ოცნებას'' შორის და კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ოცნებას არ მიეცეს რაიმე სახის შესაძლებლობა მანიპულაციებით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე"-განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში