ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით 17.72 პროცენტი შეადგინა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში.
„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში.
საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა"- განაცხადეს ცესკოში.