კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა, ხმაურის გარეშე შევიდა საკანში - ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ - ანზორ მელია 

02 ოქტომბერი 2021, 13:09 693 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ საკუთარი არჩვევანი უკვე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მივიდა. 

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს რეფერენდუმია.

ანზორ მელიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მას გვერდით უნდა დაუდგეს. 

''აქ წყდება საქართველოს მომავალი. გვინდა სიბინძურეში და გაუტანლობაში ცხოვრება?! თუ გვინდა ცივილიზაცია და დემოკრატია, ახალი სამუშაო ადგილები, ბავშვების სწავლა-განათლება?! მთავრობამ საკუთარი უსუსურობა გუშინ დაგვანახა. დააკავეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა და შექმნა ძლიერი სახელწიფო. კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა ყოველგვარი ხმაურის გარეშე შევიდა  ციხის საკანში და ჩვენ ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია'' - განაცხადა ანზორ მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი