მობილური ტელეფონი წაართვა მოქალაქემ დამკვირვებელს ბათუმის 44-ე უბანზე. საია-ს წარმომადგენლის ინფორმაციით ის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო აგიტაციის ფაქტის დაფიქსირებას ცდილობდა, რა დროსაც მოქალაქემ ტელეფონი გამოართვა და ცემით ემუქრებოდა.
დამკვირვებელმა მოგვიანებით პოლიცია გამოიძახა. ამბობს, რომ მის მიერ გადაღებულ მასალაშიც შეუძლიათ მოქალაქის იდენტიფიცირება.
პოლიციის წარმომადგენლებმა ის გამოკითხეს და ტერიტორია დატოვეს.
დაიწყო თუ არა გამოძიება ჯერ უცნობია, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით.