სალომე ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
პრეზიდენტის განცხადებით, მან ხმა დეპოლარიზაციას მისცა.
„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს.
ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლები უნდა იყოს პოლარიზაცია. და ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ამის იმედი მაქვს და მე ხმა მივეცი დეპოლარიზაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.