არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარებისთვის - თორნიკე რიჟვაძე

02 ოქტომბერი 2021, 11:08 707 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მან არჩევანი გააკეთა  ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარებისთვის.

„მე, არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია „ქართული ოცნება“ და ასევე არჩევანი გავაკეთე ბათუმის მომავალი, ძალიან ღირსეული, მერის ბატონი არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ.

დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის მშვიდ, სტაბილურ, დემოკრატიულ გარემოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ როგორც დღეს, ასევე მომავალში, ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი