შემიძლია გუშინდელი უხერხულობისთვის საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო - მდინარაძე სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე 

02 ოქტომბერი 2021, 10:18 4738 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.  ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე ისუაბრა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ეს იყო უხერხული სიტუაცია. 

''გგონიათ, რომ ბოდიშის მოხდა გამიჭირდება?! ჩემთვის პირველი იყო ასეთი, ცოტა უხერხული, სიტუაცია. საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადსხვა გარემოებებიდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია გუშინდელი უხერხულობისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადო და მე ამას ვაკეთებ. ერთია, რომ რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო გუშინ, საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით შედგა. რომ არა ისე დაგეგმილი დღე, როგორც ეს სამართალდამცველებმა დაგეგმეს, ასეთი წარმატებით არ ჩაივლიდა. დანარჩენი არის დეტალები'' - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი