კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავისი არჩევანი დააფიქსირა

02 ოქტომბერი 2021, 09:40 749 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„ვცდილობ ხოლმე პირველი მოვიდე საარჩევნო უბანზე და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა და ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარება. ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად, ყველას მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი ნება, გააკეთოს თავისი არჩევანი.

კუჭავა ვარაუდობს, რომ მეორე ტური არ იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი