აჭარაში 314 644  ამომრჩეველია

02 ოქტომბერი 2021, 08:59 574 ნახვა

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია. 

ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ქობულეთის №81 ოლქი – 67 338 ამომრჩეველი

ხელვაჩაურის №83 ოლქი – 44 428 ამომრჩეველი

ხულოს №84 ოლქი – 24 149 ამომრჩეველი

ქედის №80 ოლქი – 15 642 ამომრჩეველი

შუახევის №82 ოლქი – 15 076 ამომრჩეველი

ერთიან საარჩევნო სიაში 3 მილიონ 497 ათას 345 ამომრჩეველია  რეგისტრირებული, 39  ათას 135 მოქალაქე წელს პირველად მონაწილეობს არჩევნებში. ქვეყნის მასშტაბით 84 ოლქია, აქედან 6 აჭარაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში