ბრიფინგი ცესკოში

01 ოქტომბერი 2021, 18:15 820 ნახვა

ცესკოს განცხადება. საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მათი მოწოდების მიუხედავად,  კონკრეტული პარტიები  ცდილობენ  საარჩევნო პროცესიის ხელიშეშლას და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გრძელდება ინტენსიური ზეწოლა.  მოიყვანეს კონკრეტული მაგალითი, რომ  საბურთალოს ოლქის თავმჯდომარემ მიიღო სატელეფონო შეტყობინება ნაციონალური მოძრაობის წევრ ზვიად კუპრავასგან, რომ გადადგეს თანამდებობიდან, სანაცვლოდ კი მხარდაჭერას ჰპირდებიან. 

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, იმავეს სხვებიც მოუწოდებენ, საარჩევნო ადმინისტარციის წევრებს, რომ უარი თქვან არჩევნების ორგანიზების  მონაწილეობაზე და  თუ ისინი ასეთ განაცხადს საჯაროდ გააკეთებენ, მათაც ჰპირდებიან ხელშუეხებლობას. თუმცა ამ შემთხვევაში ნათია იოსელიანმა თქვა, რომ სატელეფონო შეტყობინებების ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული ტელეფონის ნომერი გამორთულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი