სამ ოქტომბერს კოლონებით დავიძრებით თბილისისკენ, მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას -  სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2021, 11:10 5544 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მოქალაქეები 3 ოქტომბერს თბილისში ხმების დასაცავად უნდა შეიკრიბნონ, ერთ-ერთ ასეთ კოლონას კი თავადაც შეუერთდება. 

''ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ'' - წერს სააკაშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი