პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 121 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 141 პირი.
ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 35-მა ადამიანმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 10 პაციენტი.
რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობს 366 მოქალაქე, კოვიდსასტუმროში -176, ხოლო ონლაინ კლინიკაში 828.