ქობულეთში სასკოლო ასაკის უსინათლო ან მხედველობის სხვადასხვა პრობლემის მქონე მოზარდების იდენტიფიცირებას, მათი რაოდენობის დადგენასა და საბოლოო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას დაუჭირეს მხარი საკრებულოს სხდომაზე. ქობულეთში მხედველობის პრობლემის მქონე სულ 12 ბავშვი ცხოვრობს. ახალი ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნა ელექტრონული ბაზა, რომელიც აღრიცხავს მსგვავსი პრობლემის მქონე მოზარდებს.