საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ცერემონია მოდის სახლში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა. დემნა გვასალიამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.