მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველო დისკვალიფიცირებულია

28 სექტემბერი 2021, 13:05 1145 ნახვა

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის  ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირებულია WAF– ის ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენისგან (ევროპული და მსოფლიო) ან WAF– ის წევრების მიერ ორგანიზებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ღონისძიებიდან.

საქართველოს მკლავჭიდის  ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაციის გაუქმების მიზნით უნდა გადაიხადოს ფინანსური ჯარიმა.

"მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო. საქართველოს ფედერაციამ ვერ მოახერხა 2021 წლის მსოფლიო მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის ჩემპიონატის ორგანიზება, რითაც შეცდომაში შეიყვანა WAF-ის მენეჯმენტი და წევრები. ამან გამოიწვია უზარმაზარი ფინანსური და იმიჯური თვალსაზრისით ზიანი'', - წერია მსოფლიო ფედერაციის განცხადებაში.

მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი 2020 წელს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო. კოვიდპანდემიის გამო კი ტურნირი ერთი წლით 2021 წლის სექტემბერს თავისთვის გადაიდო.

ბოლო ინფორმაციით მსოფლიო ჩემპიონატს წელს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში