ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია

28 სექტემბერი 2021, 12:34 753 ნახვა

40 გარდაცვლილი და 2185 ინფიცირებული – ასეთია კორონა  ვირუსის  სტატისტიკა ბოლო  24  საათში. ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად, ისევ მაღალია გარდაცვალების  მაჩვენებელი. ამ ფონზე კი საგანგაშოდ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო რამდენიმე დღეა დღიური მაჩვენებელი 10-დან 15 ათასამდე მერყეობს, ამ ტემპით კი ეროვნული გეგმა  წლის ბოლომდე  ვერ შესრულდება. ვაქცინაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინიმუმ 60 პროცენტის ასაცრელად ვადა 5-6 თვით გადაიწევს, თანაც დელტა შტამის პირობებში 60  პროცენტი  მინიმალური ზღვარია და პანდემიის დასამარცხებლად მოსახლეობის 80 პროცენტი უნდა აიცრას. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი