ენმ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

25 სექტემბერი 2021, 12:25 1277 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს . პარტიის მტკიცებით, საუბარია 17 მილიონი ევროს ღირებულების პროექტზე, რომლითაც ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ მოსახლეობისთვის წყლის, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამუშაოებისთვის განკუთვნილი მილიონობით ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა და რეაბილიტაცია უხარისხოდ ჩატარდა. ''ნაციონალური მოძრაობის'' მტკიცებით, ბათუმის მერია KFW - ს პროექტის ფარგლებში გახარჯული თანხების დოკუმენტაციას მალავს და ასაიდუმლოებს .

რაში დახარჯა ''ოცნების“ ხელისუფლებამ სესხად აღებული  თანხა - პარტია საგამოძიებო უწყებებს აღნიშნულის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ბრალდებებთან დაკავშირებით მერიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი