დმანისში დაჭრის ფაქტზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა

24 სექტემბერი 2021, 18:25 760 ნახვა

დმანისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა. დათუაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ფაქტს აღიარებს, მაგრამ ძალადობის პოლიტიკურ მოტივს უარყოფს. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს წარდგენილი.

22 სექტემბერს, დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაჭრილია ორი ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი