„არც ერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ფაიზერის“ ვაქცინებს, დამატებით, 3 თვით გაუხანგრძლივდა ვაქცინაციის ვადა.
„ამ ვაქცინის ვარგისიანობა, 6 თვიდან, 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით, უკვე სრულიად არის მოხსნილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.