აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წელს გადაცილებულებისთვის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის ფაიზერის ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა.ამ კატეგორიის ადამიანებს მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვის შემდეგ შეიძლიათ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წელს გადაცილებულებისთვის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა 23 სექტემბერს გასცა. მანამდე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა ბუსტერული დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა, თუმცა მესამე დოზის უფრო ფართოდ გამოყენებას და ყველას მოქალაქისთვის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა. მრჩეველთა კომიტეტის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემებია საჭირო.