38 გარდაცვლილი,1698 ინფიცირებული და 1910 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონა ვირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში. 6 პაციენტი გარდაიცვალა და 120 დაინფიცირდა აჭარაში. რთული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო დაეცა, გუშინ მხოლოდ 12 ათას 778 ადამიანი აიცრა, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლები ვიდრე ეროვნული გეგმა ითვალისწინებს.მედიკოსები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ აცრების ტემპის ვარდნა მეხუთე ტალღის რისკებს ზრდის.