უქმეებზე საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა დროგამოშვებით იწვიმებს

24 სექტემბერი 2021, 13:23 2997 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მათვე ცნობით, 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს.

27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

 

 

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში