დღეს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და დეოკუპაციის საკითხზე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრემიერმა შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის საბერძნეთის პრემიერ -მინიტრთან და ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან.