წლის ბოლო სასესიო კვირა პარლამენტში

14 დეკემბერი 2025, 12:06 157 ნახვა

მომავალ კვირას - 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო - საკომიტეტო კვირაა, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით, ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ 16-17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი