საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2646 პირი.
24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 965 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 588 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის – 6.85% ხოლო შვიდი დღის – 6.44%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა – 100, იმერეთი – 227, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 117, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 180, კახეთი – 241, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 885.