შეხვედრა დაზარალებულ მოსახლეობასთან

22 სექტემბერი 2021, 18:30 1047 ნახვა

„ სტრატეგია აღმაშენებლის“ მაჟორიტარობის კანდიდატი  ბექა დიასამიძე საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. იგი ამჯერად კახაბრის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ ამომრჩევლებს შეხვდა. ძლიერი წვის გამო აქაც საცხოვრებელი სახლები და ეზოები მთლიანად დაიტბორა.  ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატი  გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. აქ მცხოვრებელბის თქმით, წვიმის დროს დასახლებაში არსებული  არხიდან წყალი გადმოდის და ტერიტორია მთლიანად იტბორება. ამბობენ, რომ არხი წლებია არ გაუწმენდიათ.  დახმარებისთვის მერიას ჯერ კიდევ 2016 წელს მიმართეს, თუმცა როგორც გვითხრეს,  არაფერი შეცვლილა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი