ე.წ. იაფ სახლში 40-მა ოჯახმა ბინა მიიღო

21 სექტემბერი 2021, 18:13 1497 ნახვა

ხელმისაწვდომი საცხოვრისის , ე.წ. იაფი სახლის  პროგრამის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები 40 ოჯახს გადაეცა. ოჯახები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  შეარჩია, ბინები კი  ლოტოტრონის წესით განაწილდა. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის შესაძლებლობა აქვთ. პროგრამის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე სულ 4 ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. თითოეულ კორპუსში 20 ბინაა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი