„ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“ მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრომ ღონისძიება გამართა. სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ასევე მშვიდობის მშენებლობის პროცესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ ძირითადად ისინი, ვინც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა და სხვა მონაწილეებმა, მათ შორის ოციალურლმა პირებმა საკუთარი მოსაზრებები და სამომავლო გეგმები გაცვალეს. ღონისძიებაში ჩაერთნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ღონისძიების დასასრულ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვდა.