ქალის ხმა არჩევნებში

19 სექტემბერი 2021, 20:13 588 ნახვა

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით,   საინფორმაციო ხასიათის  პროექტს „ქალის ხმა არჩევნებში“  ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ქალი ამომრჩევლის გააქტიურებასა და მათთვის არჩევნების  თემაზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება ამჯერად სოფელ ზედა მახინჯაურში გაიმართა, ორგანიზატორების განცხადებით არჩევნებში ქალების მონაწილეობა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ საქართველოში ამომრჩეველთა 53% ქალია და სწორედ მათი ხმები წყვეტს არჩევნების ბედს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში