საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი "ა" ჯგუფის მთავარ ფავორიტს შვედეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს ტექნიკურ ბაზაზე გადის.
გუნდი მატჩის ჩასატარებლად შვედეთში 20 სექტემბერს გაემგზავრება. შეხვედრა გეტებორგში 21 სექტემბერს, 20:30 საათზე დაიწყება.